ოქტომბერში მსოფლიოში ნავთობისა და გაზის საბურღი მოქმედი დანადგარების რაოდენობა შემცირდა, – მონაცემებს ნავთობის საბადოების მომსახურების ამერიკული კომპანია Baker Hughes-ი აქვეყნებს.
ოქტომბერში საშუალოდ, მსოფლიო მასშტაბით 1800 დანადგარი ფუნქციონირებდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1812 იყო. ოქტომბრის დონე 2024 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 164-ით ნაკლებია.
აშშ-ში ოქტომბერში დანადგარების რაოდენობა სექტემბერთან შედარებით ექვსით გაიზარდა (548-მდე), კანადაში – ასევე ექვსით (193-მდე).
ევროპაში საბურღი დანადგარების რაოდენობა სამით (124-მდე) შემცირდა, აფრიკაში ოთხით (97-მდე), ახლო აღმოსავლეთში ექვსით (505-მდე), ლათინურ ამერიკაში ოთხით (129-მდე) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რვით (204-მდე).
Baker Hughes-ი მოქმედი საბურღი დანადგარების შესახებ მონაცემებს 1944 წლიდან აქვეყნებს. თავდაპირველად, კომპანია ინფორმაციას მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში აგროვებდა, ხოლო 1975 წლიდან – მთელ მსოფლიოში.
2024 წელს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის საბურღი დანადგარების საშუალო თვიური რაოდენობა 1948 იყო.
წყარო: interfax




