საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 36 წლის დავით თარგამაძე დაქორწინდა. მისი რჩეული მშვენიერი ნინა ნიქაბაძეა. წყვილმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმა, ამ ბედნიერი მომენტის ამსახველი კადრები კი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა:
ვინ არის დავით თარგამაძე
დავით თარგამაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების სიაში 2011-2014 წლებში ირიცხებოდა. თამაშობდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს, სტუმრად პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა. თარგამაძე თამაშში, ალექსანდრე გურულის ნაცვლად, 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში.
2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის 51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2 გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა.
თამაშობდა თბილისის „დინამოში“, გერმანულ „ფრაიბურგში“, უკრაინის „ოლექსანდრიაში”, დონეცკის „შახტარში”, საიდანაც ჯარით შეუერთდა მარიუპოლის „ილიჩევეცს“.
დავით თარგამაძემ პირველად 2017 წელს იქორწინა.მისი რჩეული მაია მალიანოვა იყო. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჯვრისწერამდე მაიამ და დათომ ხელი სტადიონზე მოაწერეს. მაშინ ამ ქორწილის შესახებ მედია ბევრს წერდა, ხალხი კი – ბევრს საუბრობდა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
დავით თარგამაძე რამდენიმე წლის წინ მონაწილეობას იღებდა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”. მისი მეწყვილე ჯულიანა ბარგნარი იყო.
დავით თარგამაძის მეორე მეუღლის, ნინა ნიქაბაძის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის რამდენიმე წლის წინ “სეუს თეატრალურ დასში” ირიცხებოდა და მსახიობის კარიერა ჰქონდა.




