საკალათბურთო “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში 6 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 4 მონაწილე ცნობილია – “ამრა”, რომელიც გასულ სეზონში სუპერლიგიდან დაქვეითდა, კასპის “გრიფინი”, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი და თელავის “ბურჯი”. დარჩენილი 2 ადგილი ვაკანტურია და სწორედ ამისთვის იმართება საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლის საუკეთესო 2 გუნდი “ა” ლიგაში შევა.
დღეიდან 20 ნოემბრის ჩათვლით სწორედ იმ გუნდების რეგისტრაცია იწარმოებს, რომლებსაც საკვალიფიკაციოში მონაწილეობა სურთ. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობის დადგენის შემდეგ განისაზღვრება გათამაშების ფორმატი.
რეგისტრაციისთვის ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნეთ გუნდის ოფიციალური სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი.
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: 558786954
GBF
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში – “მაიამი ჰიტმა” ოვერტაიმში გაიმარჯვა


