თბილისის ცენტრში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა და 16837 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 40 მლნ ლარად იყიდება.
„ქალაქ თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში (ნაკვეთი 08/026) მდებარე 16837.00 კვ.მ. არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N12, N13 (ავზი), N14-N17 და N18 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობების (საკადასტრო კოდი N01.14.14.008.026) პრივატიზება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 40 676 000 ლარის ოდენობით.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვროს 4 067 600 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარით“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აუქციონი 19 ნოემბერს დასრულდება.




