თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია, უსაფრთხოება ზღვაზე, მდგრადი ნაოსნობა, რკინიგზა და სხვ.
თამარ იოსელიანმა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მსხვილი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობისა და შუა დერეფნის განვითარების სამთავრობო ხედვის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი და სხვ. მხარეებმა განიხილეს საქართველოთი მეტი ფრანგული კომპანიის დაინტერესების შესაძლებლობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მგზავრთნაკადის ზრდას, ისე ურთიერთობას ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს