ტენდერებში წინადადების წარდგენის ფასი ₾50-დან 100 ლარამდე იზრდება

სატენდერო და საკონკურსო პროცედურებში მონაწილეობის საფასური იზრდება, – ამის შესახებ ცვლილებები საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის პროექტში შევიდა.
ინიციატივის თანახმად, კონკურსის, ელექტრონული ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, წინადადების წარდგენისათვის დაწესდება 100 ლარის ოდენობის საფასური.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სატენდერო და საკონკურსო განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გაზრდას – მოქმედი 25 ან 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე.