შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ყუმური-შუახის დამშრობ მასივზე სამუშაოებს ატარებს. სოფლებში – მთისძირსა და გომში, ჯამში, 10 კმ-ზე სიგრძის სადრენაჟე ქსელი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხებსა და კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, დაახლოებით 250 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ სადრენაჟე სისტემაზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები ათეულობით წელია არ ჩატარებულა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ადგილზე დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, კომპანია ქვეყნის მასშტაბით არაერთ პროექტს ახორციელებს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის გამოყენებული იქნას სულ უფრო მეტი სავარგული და შეიქმნას მეტი დოვლათი.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს




