ფილიპინებს ერთ კვირაში მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს – დაიღუპა 18 ადამიანი

ფილიპინებში სუპერტაიფუნ „ფუნგ-ვონგის“ შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ფუნგ-ვონგმა“, რომელსაც ადგილობრივები „უვანის“ სახელით მოიხსენებენ, წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის შედეგად, რამდენიმე პროვინციაში ელექტროენერგიის მიწოდება გაითიშა.
ფილიპინებში მანამ, სანამ ტაიფუნი დაატყდებოდათ თავს, ხელისუფლებამ 1.4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ამჟამად ის ტაივანისკენ მიემართება, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
„ფუნგ-ვონგი“ მეორე ტაიფუნია, რომელიც ფილიპინებს ბოლო დღეების განმავლობაში დაატყდა თავს. გასულ კვირას არქიპელაგის ცენტრალურ კუნძულებს ტაიფუნმა „კალმაეგიმ“ („ტინომ“ ) გადაუარა, რომელმაც ბოლო მონაცემებით 232 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს