38
მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ–ერთი ლიდერი, განათლების სპეციალისტი, მასწავლებელი და საზმაუს მარშის ერთ-ერთი ლიდერი გოტა ჭანტურია:
ბევრ ადამიანს უნდოდა უფრო მეტის გაგება ბალახაძეებისა და კაკიაშვილების ოჯახების შესახებ.
ამ ვიდეოში, ვფიქრობ, კარგად არის აღწერილი კონტექსტიცა და მათი პირადი ისტორიებიც.
ზოგადი კონტექსტი ასეთია – ამ ქვეყანაში საცხოვრისი ფუფუნებად, პრივილეგიად ითვლება და არა საბაზისო უფლებად;
ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა ოფიციალურად ცხოვრობს ვალებში და ვალებით;
ეს ქვეყანა მორგებულია მევახშეების ინტერესებზე და არა ისეთი ადამიანების, როგორიც მაგალითად მაია კაკიაშვილია, რომელიც 2008 წლის ომში ორსული იბრძოდა სამშობლოს დასაცავად!
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში გამოსახლება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და სახელმწიფო პოლიციის ძალით აღასრულებს „სამართალს.“ არადა, როგორც ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა დაწერა, ვალს გადახდა უნდა და მთავარი მოვალე სახელმწიფოა.
კონკრეტულად ამ ოჯახებს რაც შეეხებათ, 2024 წელს ერთმანეთის მიყოლებით ჩანიშნული იყო სამი გამოსახლება – მარინა ხატიაშვილის ოჯახის, კეკელიძის ქუჩაზე და აღნიშნული ორი ოჯახის.
კეკელიძის ქუჩაზე სახალხო სოლიდარობამ და ბრძოლამ ეს პროცესები შეაჩერა. ამის შემდგომ, გამოსახლებები გარკვეული ვადით გადაიდო, თუმცა ძალიან მცირე დროით.
თვალჭრელიძეზე სრულიად ველური გამოსახლებით ეს პროცესი ისევ განახლდა და არაერთი ოჯახი გამოასახლეს, რის შესახებ ფართო საზოგადოებამ ვერც კი გაიგო.
სექტემბრის ბოლომდე გამოსახლება ამ ოჯახებსაც ემუქრებათ. დანარჩენ დეტალებს ვიდეოში ნახავთ.
თუ ვინმეს რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ.
კიდევ ერთხელ, ცხადია, საკითხს პოლიტიკური გადაწყვეტა უნდა, რასაც ქართული ოცნება არათუ ვერ მოაგვარებს, არ მოაგვარებს, რადგან ის სწორედ მძარცველებისა და მევახშეების ინტერესებს წარმოადგენს, ხოლო ხშირად თავად გვევლინება ასეთად.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
“>


