პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
ე.წ. არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით თავი გავანებოთ პოლიტიკური და დემოგრაფიული უსაფრთხოების თემებს, რაზეც ქოც-გამპრავაბლებს აქვთ აბსურდული, მაგრამ “არგუმენტები” რითაც ცდილობენ, რომ ტრადიციულად “ტვინი გამოურეცხონ” ქართულ ჯიგრულ კონფორმიზმს და მიუხედავად ინფორმაციის სიმწირისა, ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებით, რაც განაპირობებს ამ გარიგების უკიდურეს სკანდალურობას და რისი საწინააღმდეგო “არგუმენტებიც” უბრალოდ არ არსებობს.
იმ მწირი ინფორმაციით, რაც ვიცით, ქართული მხარე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დებს ათამდე მილიონ კვადრატულ მეტრ მიწას, ხოლო “არაბული” აშენებს.
მიწის კომერციული ღირებულება მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარია.
რაც შეეხება მშენებლობას, დეველოპერი რეალურად ეტაპობრივად აშენებს-ყიდის პრინციპით მუშაობს, ანუ, ყიდის მათ შორის მშენებლობის ეტაპზე ბინებს და უფრო მეტიც, მხოლოდ მიწებს შესაბამისი პროექტებით, ანუ ჰაერს.
ამ საქმიანობის სტარტისთვის სავესებით საკმარისია მაქსიმუმ 100 მილიონის ინვესტირება, რომლის ეტაპობრივმა ბრუნვამაც შესაძლოა საბოლოო ჯამში მოგვცეს 6 მილიარდი.
ანუ, სავარაუდოდ არანაირ ყბადაღებულ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე არ არის საუბარი. ეს 6 მილიარდი არა ინვესტორის, არამედ მათ შორის ქართველი მომხმარებლის ჯიბიდან უნდა იქნას ამოღებული
დასკვნა – ე.წ. “არაბული მხარე” დებს ქართულ მხარეზე ერთი რიგით ნაკლაბ თანხას და იღებს ერთი რიგით მეტ მოგებას.
ამოცანა გვეკითხება – ნეტა ვინ არის ეს არაბული “დიშდაშით” შემოსილი “პატრიოტი” და “ტრადიციების დამცველი” ჯიგარი?!…




