რუსულმა “ლუკოილმა” ერაყის ნავთობსაბადოზე ფორსმაჟორი გამოაცხადა – Reuters

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსულმა ნავთობკომპანიამ, Lukoil-მა ერაყის West Qurna 2-ის ნავთობსაბადოზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ფორსმაჟორი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც რუსულ ნავთობზე დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა კომპანიის საქმიანობას პრობლემები შეუქმნა.
ფორსმაჟორის გამოცხადებით რუსული ნავთობკომპანია აცხადებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებს და, შესაბამისად, ფორსმაჟორული პერიოდის განმავლობაში თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისგან.
ცნობისთვის, -მ და გაერთიანებულმა სამეფომ Lukoil-ზე, რომელიც რუსეთში რიგით მეორე უდიდესი ნავთობკომპანიაა, სანქციები გასულ თვეში დააწესეს. მას შემდეგ, როგორც Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა, ერაყმა რუსულ კომპანიას ნაღდი ფულისა და ნედლი ნავთობის მეშვეობით ყველა სახის ანაზღაურება შეუჩერა.
ერაყის ნავთობის ინდუსტრიის გავლენიანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ თუკი ფორსმაჟორის გამომწვევი მიზეზები ექვს თვეში არ აღმოიფხვრება, Lukoil წარმოებას შეაჩერებს და პროექტს მთლიანად დატოვებს.