პოლიციამ დღეს, 10 ნოემბერს დააკავა „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
ამ ეტაპზე უცნობია, რას ედავებიან მას.
„სფერო ჰოლდინგს“ ბოლო თვეებია არაერთი მომჩივანი ჰყავს – მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ ბანკებიდან სესხი აიღეს და ინვესტიციის სახით კომპანიაში ჩადეს. კომპანიას ჩადებული ფულის სანაცვლოდ ისინი ბინით უნდა უზრუნველეყოთ. დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ ისინი ბინებიდან გამოუშვეს და კომპანიამ კუთვნილი ფული არ დაუბრუნა.




