პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის ორგანიზატორები კონკრეტულად არ ამბობენ, რა მიმართულებით მიდიან და სად იქნება საბოლოო ლოკაცია.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს. პოლიციის ცოცხალი კორიდორი აქვს გაკეთებული და ისინი პარლამენტთან შეკრებილებს მოუწოდებდნენ, პროტესტი ტროტუარზე გააგრძელებინათ.




