– მე ვაკეთებ სულხან-საბა ორბელიანის საქმეს, დახმარების სათხოვნელად ცხენით და ეტლით ჩავიდა ევროპაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მხარდაჭერა მოვთხოვოთ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ევროპულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებაზე.
ამის შესახებ დოლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს მომავალი და განმტკიცდეს დემოკრატიული განვითარება.
“პირადად მე ვაკეთებ სულხან-საბა ორბელიანის საქმეს. როდესაც საქართველოს მხარდაჭერა სჭირდებოდა, ადამიანი დახმარების სათხოვნელად ცხენით და ეტლით ჩავიდა ევროპაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მხარდაჭერა მოვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, ჩავიდეთ ევროპის დედაქალაქებში. ეს არის სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის გზის გაგრძელება. ვისაც ეს არ ესმის, არ ესმის საქართველოს ისტორია.
დღევანდელი მომხსენებლები დაინტერესებულები არიან თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი მომავალი, ქვეყანაში იყოს ხალხის მმართველობა….
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქვეყანას მართავს მთავრობა, რომელიც ბაღის ბავშვებს ჰპარავდა ფაფის ფულს.
ჩვენი ამოცანაა, საქართველო დაკავშირებული იყოს მსოფლიო სამეგობროსთან, ცივილიზებულ ქვეყნებთან, მივიღოთ მხარდაჭერა და დახმარება”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად