ირაკლი ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე ერედივიზიონში მე-2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (აქტივში აქვს ერთი გოლიც). ეს მოხდა მატჩის დასაწყისშივე, მე-8 წუთზე, მისი “ექსელსიორი” კი საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა “ჰერაკლესთან”.
ვფიქრობთ, შეიძლებოდა, გოლი თავად ეგოიანისთვის ჩაეთვალათ. ის შორიდან ძლიერად ურტყამდა კარში და ეგებ შედევრიც გამოსულიყო, რომ არა… თანაგუნდელი, რომელსაც ბურთი ზურგში მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. ეგოიანის შეფასება – 6,5.
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი…
“ვიტესი” გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს




