გრიგოლ გეგელია – PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი – რაც დგას გამოწვევად ქართული დემოკრატიის წინაშე

საუბარი შეეხო ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დგას, როგორც გამოწვევა, ქართული დემოკრატიის წინაშე , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგი განაცხადა.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საუბარი ასევე იყო ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე და სამოქმედო გეგმაზე.
„საუბარი შეეხო იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, მათ შორის ცხადია, პარტიების აკრძალვის საკითხი, ასევე გასული ს საკითხი, ადგილობრივი , მომავალი გეგმები, თუ როგორ ვუყურებთ ქართული დემოკრატიის გადარჩენას, ზოგადად პოლიტიკური ვითარება და სამოქმედო გეგმა. ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა როგორც არის ხოლმე ყოველთვის, კონსულტაციურ რეჟიმში, სადაც ჩვენ ჩვენი შეხედულებები გავაცანით „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კითხვაზე, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი სანქციებზე, გრიგოლ გეგელია პასუხობს: „სანქციები არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა“.
„ეს ევროსაბჭოს შესაბამისი წარმომადგენლობაა, ამიტომ არავითარი აზრი არ აქვს სანქციებზე საუბარს იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი. სანქციების არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა. ჩვენი გზავნილი სანქციებთან დაკავშირებით ყოველთვის არის ძალიან მკაფიო, კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ „ქოცების“ ძალადობრივ რეჟიმს, უნდა იყვნენ მიზნობრივი სანქციების საგანი და არა ქართველი ხალხი. „ლელოს“ არასოდეს არ მოუთხოვია საქართველოს დასანქცირება, ქართველი ხალხის დასანქცირება, მათ შორის ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ან კანდიდატის სტატუსის შეჩერება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით