EUGBC-ის გენერალურ მდივანი და დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე, ქვეყანაში არსებული შიდა თუ გარე ვითარების პირობებში საქართველოში $6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიციის პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. „ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა“, – განაცხადა მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე „დე ფაქტო“ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის გავლენას ეხებოდა.
ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით ევროკავშირი სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, სამართლის უზენაესობას (თავისუფალი სასამართლო) და თავისუფალ მედიას. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სწორედ ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული: „არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას“, – ამბობს ის. დიპლომატი ქვეყნის „იზოლაციურ რეჟიმში“ გადასვლის პირობებში მმართველი ძალის მხრიდან საინვესტიციო პროექტების შესრულების ნაწილში გარკვეულ რისკებსაც ხედავს.
„ეს განწყობა, ზუსტად ისევე აისახება ბიზნესზე, როგორც აისახება თითოეულ მოქალაქეზე და საერთაშორისო ინვესტორებზე.
ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა. თუ არა გაქვს სასამართლო, თუ არა გაქვს იმის საფუძველი, რომ თუნდაც არაბული ინვესტიცია იყოს დაცული… ახლა ეს რა ინვესტიციაა ცალკე საუბრის თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საუბრის თემაა, საერთოდ ვისთან გვაქვს საქმე, რატომ გვაქვს და რა მოგება შეიძლება ნახოს ქართულმა საზოგადოებამ – ეს ცალკე თემაა, მაგრამ არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს ინვესტიციის ჩადებას საქართველოში, ვინაიდან ის კარგად ხედავს, თუ რა იზოლაციურ რეჟიმშია დღეს ქვეყანა. იზოლაციურ რეჟიმში მყოფი ქვეყანა კი ნებისმიერ ხელშეკრულებას გააუქმებს თავის სასარგებლოდ და შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი დატოვოს ყოველგვარი მოგების და ამ შემთხვევაში რაღაცა პროექტის შესრულების გარეშე. ისეთ რთულ და გაურკვეველ ჩიხში ვართ, რომ მე არ მეგულება დღეს მმართველ პარტიაში ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის ახსნას გასაგებად და მართებულად შეძლებს. ისე არა – დიფსთეითის იდეოლოგიით“, – აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
bm.ge




