10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7065 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0010 ლარი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.21 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1293 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.19 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5612 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა კი 6.41 თეთრი ღირს.




