„შალვა პაპუაშვილი კაცის კაციც კი არ არის, კაცის კაცის კაცია“ – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე:
„შალვა პაპუაშვილის აზრები, წერილები ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ, რომ მას აზრები არ აქვს თავისი და როდესაც კაცის კაცის კაცი ხარ – ის კაცის კაციც კი არ არის, კაცის კაცის კაცია, რა თქმა უნდა, ის საინტერესო არ არის.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო ფილოსოფია უკვე არაერთი არჩევნების სწორედ ამ ტიპის გახლავთ დაწყებული გარეჯი სახელმწიფოა – რომელიც იყო ყველაზე მკვეთრად გამოხატული აბსოლუტურად პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი საარჩევნო კამპანია – ეს პროცესი გრძელდება და მაქვს მოლოდინი, რომ 2024-ის არჩევნები მთავარი ლაიტმოტივა იქნება სამად გაყოფილი – ორი ის, რაც პლაკატებზე ჰქონდა, რომ არსებობენ ქვეყნის და ეკლესიის მტრები, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ პროცესში არ არის ჩართული, მაგრამ მათდამი კრიტიკულად არის განწყობილი და მესამე, სამწუხაროდ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა ანტიდასავლური კამპანია, რაღაც კორუმპირებული დასავლეთის მტრების ძიება, გლობალური ომის პარტია“

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გავხდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი – მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე – შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება – უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ – ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის