დიმიტრი პესკოვი – ში კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს

უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს დასახულ მიზნებს მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ის შეიძლება დასრულდეს მაშინ, როდესაც რუსეთი მიაღწევს თავდაპირველად დასახულ მიზნებს. ჩვენ ვამჯობინებთ ამ კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და რუსული მხარე კვლავ ღიაა ამ მიდგომისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, ს რეჟიმის პოზიცია ფრონტის ხაზზე გაუარესდება.
„ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია საპირისპიროზე მიუთითებს: ის ძალიან დინამიურია და მეტყველებს ს რეჟიმის პოზიციის პერსპექტივებზე, რომელიც დღითიდღე გარდაუვლად გაუარესდება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, კიევის მხრიდან მცდარი წარმოდგენაა, რომ ს შეუძლია ომის მოგება და საკუთარი ინტერესების დაცვა სამხედრო საშუალებებით.