თათი მელუა მორიგ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე – ისლამურ თამაშებზე იმსაჯებს

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე თათი მელუა მორიგ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე – ისლამურ თამაშებზე იმსაჯებს.
ისლამური თამაშები, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, სადაც მსოფლიოს კარატეს ფედერაციამ (WKF) მიიწვია 6 ნეიტრალური რეფერი, მათ შორის თათი მელუა საქართველოდან.
შეგახსენებთ, რომ ისლამური თამაშები გაიმართება ს დედაქალაქში. ასპარეზობაზე მსოფლიოდან წინასწარ შერჩეული 20 მსაჯი იმსაჯებს. ეს გახლავთ მეორე შემთხვევა, როდესაც თათი მელუა ისლამური თამაშების ნეიტრალურ არბიტრებში მოხვდა.