უკრაინის NABU-მ ზელენსკის ყოფილ ბიზნესპარტნიორთან, ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებული ობიექტები გაჩხრიკა

უკრაინის სამართალდამცავებმა Kyiv Independent-ს დაუდასტურეს, რომ ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო (NABU) ჩხრეკას ატარებს უკრაინელ ბიზნესმენთან, ტიმურ მინდიჩთან დაკავშირებულ ობიექტებზე.

NABU-მ განაცხადა, რომ სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან (SAPO) ერთად ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაცია მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის ს ყოფილი ბიზნესპარტნიორი ტიმურ მინდიჩი პრეზიდენტის საპროდიუსერო კომპანიის, Kvartal 95-ის თანამფლობელია. სამართალდამცავებზე დაყრდნობით გამოცემა ასევე წერს, რომ მინდიჩი ჩხრეკის დაწყებამდე გაიქცა.

NABU-ს მიხედვით, “[ჯგუფმა] მასშტაბური კორუფციული სქემა შეიმუშავა, რათა ძირითადი სახელმწიფო საწარმოები გააკონტროლოს,” მათ შორის, უკრაინის სახელმწიფოს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტო, Energoatom.

წყაროების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს ჩხრეკაც მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლიდან 2025 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

წყარო