მედია – დონალდ ტრამპმა შეიწყალა პირები, რომლებიც 2020 წლის ს შედეგების გაუქმების მცდელობაში იყვნენ ჩართულები

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიწყალა თავისი პოლიტიკური მოკავშირეები, რომლებიც, ჩართულები იყვნენ, ან მხარს უჭერდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო ს ჩაშლის სავარაუდო გეგმებს, – ინფორმაციას CNN-ი შეწყალების საკითხებში იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატზე, ედ მარტინზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეწყალებულ პირებს შორის არიან: იურისტი რუდი ჯულიანი, რომელიც ნიუ-იორკის ყოფილი მერია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, მარკ მედოუსი, სიდნი პაუელი, ბორის ეპშტეინი, ჯონ ისტმენი.
ამასთან, გამოცემა ABC News იუწყება, შეწყალებულთა შორის 70-ზე მეტი პირია, რომელთაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის საქმესთან.
-ის პრეზიდენტის შეწყალების განკარგულება, რომელსაც, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა პარასკევს მოაწერა ხელი, ეხება იმ პირებსაც, რომლებსაც ჯორჯიის შტატში ბრალი წაუყენეს არჩევნების შედეგების გაუქმების ფართომასშტაბიან სქემაში.
„ეს დეკლარაცია წერტილს უსვამს ამერიკელი ხალხის მიმართ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩადენილ უმძიმეს ეროვნულ უსამართლობას და აგრძელებს ეროვნული შერიგების პროცესს“, – ნათქვამია დოკუმენტში.