PACE-ს დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია თბილისში, სამოქალაქო სექტორს ხვდება.
როგორც „სამართლიანი ს“ დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებათა მდგომარეობას განიხილავენ.
„ეს არის რეგულარული ვიზიტი, რომელსაც პერიოდულად ახორციელებენ ხოლმე საქართველოში. აინტერესებთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. შეხვედრა სწორედ ამას ეძღვნება. აინტერესებთ, რა მდგომარეობაა სხვადასხვა მიმართულებით, სამოქალაქო სექტორში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მედიაში და ა.შ. კითხვები იყო სამოქალაქო ორგანიზაციების მდგომარეობაზე – თუ როგორ ვახერხებთ სამუშაოს გაგრძელებას, რა მდგომარეობაა სექტორში, რა შეზღუდვებია ქვეყანაში. ის მძიმე სიტუაცია აღვუწერეთ, რაც ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა ნატროშვილმა.
PACE-ს დელეგაცია დღესვე, ოპოზიციას შეხვდება.