რუსეთში რეზერვისტებს აგროვებენ „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად

ს რეგიონებში დაიწყო კამპანია რეზერვისტების ასაყვანად სპეციალური რაზმებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვაში. ამის შესახებ დღეს, 10 ნოემბერს წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი“.
ს პრეზიდენტმა პუტინმა 4 ნოემბერს მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობიან პერიოდშიც რეზერვისტების გამოყენებას მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად.
„კომერსანტის“ მონაცემებით, რეზერვისტების ასაყვანად მუშაობა უკვე მიმდინარეობს რუსეთის ოცამდე რეგიონში. რეზერვისტები, რომლებსაც პირველ ყოვლისა, „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად გამოიყენებენ, მისცემენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, შესაბამისი ხელფასითა და სოციალური გარანტიებით.
გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, რუსეთის ზოგიერთ რეგიონში რეზერვისტების აყვანა ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე დაიწყეს. მაგალითად, ლენინგრადის ოლქის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ დრონებით შეტევებისა და დივერსიების მოსაგერიებლად შექმნილია სპეციალური რაზმი(БАРС-47).
ნოემბრის დასაწყისში თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხი იუწყებოდა, რომ ქალაქების, ყაზანის და ნიჟნეკამსკის ნავთობ-ობიექტების დასაცავად ნიჟნეკამსკიდან ყაზანში სამხედრო შეკრებაზე გაემგზავრა პირველი 21-წევრიანი რაზმი.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში პირველმა 15-მა რეზერვისტმა ერთ-ერთ სამხედრო კომისარიატში უკვე გაიარა ყველა ეტაპი, კონტრაქტებიც გააფორმეს და მომზადების შემდეგ „კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს დაიცავენ“.
გამოცემის ცნობითვე, ბაშკირეთში რეზერვისტების „მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა“ დრონებისგან უნდა დაიცვან რეგიონის სათბობ-ენერგეტიკული და ნავთობქიმიური კომპლექსის მთავარი ობიექტები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ბაშნეფტი“ და „უფანეფტეხიმისა“ და „გაზპრომის“ ობიექტები. ეს საწარმოები არაერთხელ იყო უკრაინული დრონების სამიზნე.
უკრაინის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ… ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს?