მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა – ანალენა ბერბოკი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
მისი თქმით, ამ ომს გავლენას აქვს უკრაინასთან მიმართებაშიც, ამასთან, სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის.
“ახლა ჩვენ მოჯადოებულ წრეში ვდგავართ და იგი უნდა გავარღვიოთ, ყველაზე უარესი რამ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უმოქმედობაა. ღაზაში მიმდინარე მოვლენები კატასტროფაა ისრაელისთვის, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის ნაპერწკალი, რომელმაც შესაძლოა მთელი რეგიონი კონფლიქტში ჩაითრიოს. ცეცხლი უნდა შეწყდეს და ამ მოწოდების ადრესატი ორივე მხარეა. ჩვენ ამ ომის გავლენას ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაშიც. სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმ სისასტიკეს, რომელსაც უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმებით სჩადის”, – განაცხადა ბერბოკმა დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 60 სახელმწიფო ლიდერი და 3 000 მაღალი რანგის სტუმარი მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილვას.
ამასთან, შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში