-ის სენატმა მიიღო შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დაფინანსების კომპრომისული გეგმა, რომელიც -ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
CNN-ის ინფორმაციით, სენატმა 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ.
კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა“ წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია.
მთავრობის დახურვასთან დაკავშირებულ უთანხმოებაში „დემოკრატებისთვის“ მთავარი დაბრკოლება მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფა იყო.
მოლაპარაკებული შეთანხმების ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი „დემოკრატებს“ დაჰპირდა, რომ დეკემბრის მეორე კვირამდე ჯანდაცვის აღნიშნული შეღავათების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს.
CNN-ი წერს, რომ მთავრობის ხელახლა გახსნამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ნებისმიერ სენატორს შეუძლია პაკეტის განხილვა რამდენიმე დღით გადადოს, გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატას მოუწევს დაბრუნდეს და დაამტკიცოს სენატში მიღწეული შეთანხმება, სანამ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, აშშ-ში ე.წ. “შათდაუნი” 40 დღეა გრძელდება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ “შათდაუნად” იქცა.
ipn.ge