ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, ს მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი სამართალდამცავებმა ს წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Err.
მოროზოვი სამი იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – გამოძიების განცხადებით, თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში, მას მიმალვა ან დანაშაულების ჩადენის გაგრძელება შეეძლო. საქმის დეტალებზე სამართალდამცავი უწყებები არ საუბრობენ.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს [რუსეთის] სადაზვერვო ინტერესები მაღალ დონეზეა.
„ეს საქმე ათეულობით წინა ასეთი საქმის გაგრძელებაა და აჩვენებს რუსული სპეცსამსახურების ძალისხმევას, ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მეცნიერებაში შემოიჭრნენ“, – ამბობს იგი.
უნივერსიტეტის ცნობით, ბრალდების წარდგინების შემდეგ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობა შეწყდა. დაკავებული პროფესორი 2010 წლამდე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს