,, ამას ღმერთი არ შეგარჩენ-მეთქი და რამდენიმე კვირაში, ერთ-ერთი მოძალადის 22 წლის შვილი ზედოზირებით მოკვდა” – მეგი გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,როცა , ბუკა პეტრიაშვილი , ახალგაზრდების მარ შეუერთდა, ახლად გარდაცვლილი შვილის გამოსახულებიანი მაისურით და თქვა: “მე ჩემი შვილის ნაცვლად ვარ აქ “-ო, დასრულებული არ ჰქონდა ფრაზა, რომ მაისური შემოახიეს ხიხოს ძაღლებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ , დაიჭირეს, 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს , მაშინ დავწერე, რომ ამას ღმერთი არ შეგარჩენ-მეთქი და რამდენიმე კვირაში, ერთ-ერთი მოძალადის 22 წლის შვილი ზედოზირებით მოკვდა და რამდენი ასეთია ვინ მოთვლის , როცა შვილები აგებენ მშობლებისა და წინაპრების ცოდვებზე პასუხს… მე არ მიმაჩნია სწორად ასეთი განაჩენები, მაგრამ მე ვინ მკითხავს ბუმერანგის ავან-ჩავანს, ვინც ბუნების კანონების ნაცვლად ხიხოს კანონებს ემორჩილებით, გეშინოდეთ , გეშინოდეთ და ელოდეთ ღვთის რისხვას !“