ესპანეთის ჩემპიონატში მცირე სენსაცია მოხდა, რომლის შემოქმედიც ბექა ბურჯანაძის გუნდია. ლიგის ლიდერმა “ვალენსიამ”, რომელსაც აქამდე ხუთიდან ყველა გამარჯვება ჰქონდა, სტუმრად ხუთივე წაგების მქონესა და ბოლო ადგილზე მყოფ “გრანადასთან” წააგო. ბოლო გუნდმა მოუგო პირველზე მყოფს და ამაში ქართველმა ფორვარდმაც მცირე წვლილი შეიტანა.
შეხვედრა “გრანადას” გამარჯვებით – 85:79 დასრულდა, ლომის წილი ლუკა ბოჟიჩის გახლავთ. ხორვატმა ლეგიონერმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბექა ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ არასრულ 10 წუთში 4 ქულა დააგროვა.
ამ მარცხის შემდეგ “ვალენსია” 5 მოგებითა და 1 წაგებით ცხრილის სათავეში 3 გუნდს – “რეალს”, ” მურსიასა” და გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” შეუერთდა. “გრანადა” კი ლიდერთა სარკისებური შედეგით (1 მოგება, 5 მარცხი) “ბურგოსთან” ერთად ბოლო ადგილებს იყოფს.
დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდა ასევე “ხირონასა” და “ბარსელონას” მატჩში. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად 18 ქულის სხვაობით – 78:96 წააგო, რის შემდეგაც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხოან პენაროია თანამდებობას დაემშვიდობა.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 15:27 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. “ბარსელონას” 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 მოგება აქვს და ცხრილში მე-11 ადგილზეა.
GBF.GE
14 ქულა და გამარჯვება “ბურგოსთან” | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა “რეალთან” – “ბარსელონა” კლასიკოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება “რეალთან” ითამაშოს
ბექა ბურჯანაძის ლიდერობით “ლეიმა კორუნამ” “ბარსელონა” დაამარცხა და შანსი შეინარჩუნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
“როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა” – ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ტრავმირებული შენგელია “რეალთან”, ალბათ, ვერ ითამაშებს – “ბარსელონა” განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა “რეალთან” – “ბარსელონა” კლასიკოში დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე “გრანადას” კალათბურთელია
შერმადინი “ტენერიფეს” უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
თორნიკე შენგელიამ შეიძლება “რეალთან” ითამაშოს
შენგელიას 10 ქულა და “ბარსელონას” მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
როგორია შენგელიას მდგომარეობა – ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს




