პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას გზის სავალი ნაწილის დაკავებას ითხოვდნენ, პოლიციამ კი გააფრთხილა, რომ არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. აღნიშნულმა ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით გადაადგილდებიან.