რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.
საავტომობილო გზის პერიმეტრზე კი პოლიციას კორდონი აქვს მოწყობილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.
დღესაც, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




