კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

კილიან მბაპე “პარი სენ ჟერმენის” დატოვებას და მადრიდის “რეალში” გადასვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას აბდელა ბულმა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგმა ნასერ ალ ხელაიფის უთხრა, რომ მომდევნო სეზონში პსჟ-ში აღარ იასპარეზებს. ცნობილია, რომ შემტევს “ბლანკოსთან” კონტრაქტი ჯერჯერობით არ შეუთანხმებია, თუმცა “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან მუდმივად კონტაქტზეა.
შეგახსენებთ, კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში “პარი სენ ჟერმენის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 26 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ფრანგს დედაქალაქელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში