ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გამარჯვების შემდეგ რეგიონში მშვიდობის ქარი ქრის და თურქეთი სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესს აზერბაიჯანთან სინქრონულად ახორციელებს.
„ამჟამად ჩემი ძმის, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ყარაბაღში მასშტაბური განვითარების ინიციატივა მიმდინარეობს. გზები, გვირაბები, სასოფლო-სამეურნეო პროექტები და საცხოვრებელი სახლები ერთმანეთის მიყოლებით შენდება მთელ ყარაბაღში. ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი ამ პროცესში. აზერბაიჯანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით”, – განაცხადა ერდოღანმა.
1tv.ge




