ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – მოლოდინი არ მაქვს, რომ ელიზბარაშვილს ბრალი დაუმძიმდება, პირიქით, ველოდები, რომ შალვა კუჭაშვილს წარუდგენენ ბრალს ძალადობის მუხლით – ელიზბარაშვილს ჰქონდა დაზიანებები და ჩავატარეთ ექსპერტიზა