ტოკიოში, ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა, საჭესთან მჯდომი მამაკაცი დააკავეს, დაშავებულია ერთი პოლიციელი

ტოკიოში, ისრაელის საელჩოსთან მანქანა ბარიკადს შეეჯახა. ავტომობილის საჭესთან მჯდომი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად, დაშავდა ერთი პოლიციის თანამშრომელი.
ისრაელის საელჩოს ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის სპიკერის თქმით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებენ.
ბოლო კვირების განმავლობაში, ისრაელის საელჩოებთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტოკიოში, პალესტინელების მხარდამჭერთა რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის წინააღმდეგ.
როგორც მედია წერს, დაახლოებით იმავე დროს პეკინში, ისრაელის საელჩოს თანამშრომელს ქუჩაში თავს დაესხნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“დედას ვერ წარმოედგინა, რომ მე მსგავსი რამ შემეძლო გამეკეთებინა…” – დათუნა სულიკაშვილის ცხოვრების უცნობი მხარე: დაკავება ნარკოდანაშაულზე, ამბავი დედაზე და გზა მოდის “ოლიმპომდე“ – Marao

“საჩხერეში მე და ბავშვები გადმოვედით, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირი შინაგანი მარწუხებისგან გავთავისუფლდი” – ერთ დროს პოპულარული მსახიობის, სალიტა ჩუბინიძის ცხოვრება დღეს – Marao