“ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში” – ლიკა კვარაცხელიას 44 წლის იუბილე, სამი შვილი, 2 შვილიშვილი და განვლილი გზა – Marao

“ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში” – ლიკა კვარაცხელიას 44 წლის იუბილე, სამი შვილი, 2 შვილიშვილი და განვლილი გზა – Marao
“44 is all about love – ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ვგრძნობ ჩემ მიმართ, ყველაზე დიდი მოტივაციაა, ვიყო უკეთესი. ერთდროულად მახარებს, მაბედნიერებს და, ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის ჩემთვის. ხშირად ღმერთს ვთხოვ, ყოველთვის მომცეს ძალა და სწორი მიმართულება ცხოვრებაში, რომ შევძლო გავცე მეტი სიკეთე და უკანაც იგივე დამიბრუნდეს. რადგან, როგორც არ უნდა შევხედო და ვატრიალო ჩემი შეხედულებები და ფასეულობები, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც ადამიანური ურთიერთობებია. მადლობა ყველას”, – წერს მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია საკუთარ გვერდზე და მეგობრებს მადლობას უხდის დაბადების დღის კეთილი სურვილებისთვის.
ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს – ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო…
“რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? – მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია “ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი “მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით”.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს – ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.