ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სოფლები დაბომბეს | დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ორი სოფელი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სოფელ ტიაგინკაში 42 წლის ქალს და 38 წლის კაცს მტერი ქუჩაში სეირნობისას დაესხა თავს. მათ ჭრილობები აღენიშნებათ და სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილნი. გარდა ამისა, დაახლოებით 11:30 საათზე, ს არმიამ ბილოზერკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. დაშავებულია 44 წლის კაცი. მტრის თავდასხმის დროს ის სახლის ეზოში იმყოფებოდა,” – წერს პროკუდინი Telegram-ზე.