ჯო ბაიდენი – ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა

დონალდ ტრამპის მიერ დანგრეული თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა მისი პრეზიდენტობის იდეალური სიმბოლოა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, „დემოკრატიული პარტიის“ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, „ტრამპი დამანგრეველ დარტყმას არა მხოლოდ თეთრ სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას აყენებს“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, საბანკეტო დარბაზის მშენებლობის მიზნით გასულ თვეში თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც