-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა – პიტერ სიიარტო

აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა , – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ეს ნათლად თქვა. ის -ის პრეზიდენტს შეუთანხმდა და ჩვენ სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გავთავისუფლდით“, – განაცხადა სიიარტომ.
სიიარტოს განცხადებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს აცნობა, რომ უნგრეთისთვის გამონაკლისი ძალაში „მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში“ იქნება.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, შეთანხმების თანახმად, უნგრეთი ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას მოახდენს და დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკულ თხევად ბუნებრივ აირს შეიძენს.
interpressnews.ge