გაიმართა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო ყრილობა და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.წლიური ანგარიშის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოახსენა, ასევე, შეაჯამა მისი საპრეზიდენტო პერიოდი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საანგარიშო ყრილობის შემდეგ, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ერთხმად იქნა არჩეული. მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას კვლავ ბატონი ვიქტორი უხელმძღვანელებს.
ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან დასახელდა ფედერაციის გამგეობის 13 კანდიდატი წევრი, რომლებსაც მხარი დელეგატთა ყველა წევრმა დაუჭირა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ვიქტორსა და გამგეობის წევრებს და წარმატებებს უსურვებს საქმიანობაში!
GBF.GE
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება “ქუთაისმა” ჩეხეთში, “ბრნოსთან” მოიპოვა
ვართანოვი პოლონეთში, თვაური – ბულგარეთში | ფიბა ევროპის თასის მატჩებზე
ისტორიულ ბაქოურ დერბის თვაური იმსაჯებს | ქართველი მსაჯებ-კომისარი ევროტურნირებზე
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ვიქტორ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი – FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
შენგელია “ვირტუსის” ოფიციალურ პრეზენტაციაზე: სანიკიძემ ჩემს გადაწყვეტილებაში საკუთარი წვლილი შეიტანა




