ბირთვული არსენალიდან განიარაღებამდე – როგორ გაანადგურა 540 ქობინი მ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ

1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სტრატეგიული სარაკეტო დივიზია ხმელნიცკის ოლქში იყო განთავსებული. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, განიარაღება დაიწყო, რომლის დროსაც აქ არსებული რაკეტების გამშვები ათობით სისტემა განადგურდა და ასობით ბირთვული ქობინი გაიტანეს.
ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne Khmelnytskyi) სარაკეტო პოლკის ყოფილმა მეთაურმა, სერჰი ბაბიჩოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ხმელნიცკის სარაკეტო დივიზია ცხრა სარაკეტო პოლკისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულს ათი OS ტიპის გამშვები შახტი (სტაციონარული შახტური დანადგარი) გააჩნდა.
„თითოეულ რაკეტას ექვსი ბირთვული ქობინის გადატანა შეეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ხმელნიცკის ოლქის ტერიტორიაზე 540 ბირთვული მუხტი იყო განთავსებული. თითოეული რაკეტის სიმძლავრე რამდენჯერმე აღემატებოდა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მომხდარი აფეთქებების სიმძლავრეს. უსაფრთხოების სისტემა მრავალდონიანი იყო: სასიგნალო სქემები, ტევადი სენსორები და კოშკურის ტიპის ტყვიამფრქვევები. თითოეულ გამშვებ სისტემასთან სერჟანტი და ჯარისკაცი მორიგეობდნენ, ხოლო სრული ცვლა დაახლოებით 40 მებრძოლისგან შედგებოდა“.
საბჭოთა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის საარქივო ფოტოსერჰი ბაბიჩევი
სერჰი ბაბიჩოვმა აღნიშნა, რომ 1993 წელს, უკრაინისა და ს პრეზიდენტებს შორის მასანდრას (დაბა ყირიმში – რედ.) შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინის ბირთვული პოტენციალის ლიკვიდაცია დაიწყო. ეს პროცესი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
„ტექნიკურ კონტროლს იმ აფეთქებებზე, რომლებითაც შახტები განადგურდა, ამერიკული კომპანია „ბექთელი“ უზრუნველყოფდა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც ამერიკული წყალქვეშა ნავის ყოფილ მეთაური იყო, პირადად შევხვდი. აფეთქებების შემდეგ, შახტები ბეტონის ფილების ნანგრევებით და მიწით დაიფარა, რითაც აღდგა ბუნებრივი ლანდშაფტი. თითოეული შახტის სიღრმე 40 მეტრი იყო, რაკეტა კი – დაახლოებით 32 მეტრი სიგრძის“.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი სარაკეტო შახტს ათვალიერებს. 1993 წელი. საარქივო ფოტოსერჰი ბაბიჩევი
სარაკეტო პოლკის ყოფილი მეთაური იხსენებს, რომ მ, ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმის ფარგლებში, შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ბირთვულ იარაღზე უარი თქვა.
„განიარაღების შედეგად, 2156 სტრატეგიული და დაახლოებით 2500-4000 ტაქტიკური ქობინი გაიტანეს. რუსეთმა დაახლოებით 60 მილიარდი დოლარი მიიღო, უკრაინამ კი მხოლოდ 900 მილიონი დოლარი, ნაწილობრივ გაზის დავალიანების ჩამოწერის გამო“.
სერჰი ბაბიჩოვის თქმით, პროგრამის ფარგლებში ამერიკული დახმარება საცხოვრებელი სახლების მშენებლობასაც ითვალისწინებდა. იმ დროს რამდენიმე სახლი აშენდა, მაგრამ დაპირებული ინფრასტრუქტურა – სკოლები და საბავშვო ბაღები – არავის უნახავს.
წყარი: 1 არხი