ავსტრალია ენერგიის დაზოგვის პროგრამის ფარგლებში, რომლის ამოქმედებაც 2026 წელს არის დაგეგმილი, ოჯახებს, მათ შორის მათ, ვისაც მზის პანელები არ აქვს, ყოველდღიურად სულ მცირე სამი საათის განმავლობაში, უფასო მზის ენერგიას შესთავაზებს – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კრის ბოუენმა განაცხადა.
პროგრამის მონაწილეები მზის ენერგიას უფასოდ მიიღებენ შუა დღეს, როდესაც გენერაცია ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
პროგრამა Solar Sharer თავდაპირველად ავსტრალიის რამდენიმე შტატში ამოქმედდება, მოგვიანებით კი მთელ ქვეყანაში გავრცელდება.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რაც მეტი ადამიანი ისარგებლებს შეთავაზებით და გადაიტანს ელექტროენერგიის მოხმარებას შუა დღისთვის, მით მეტი სარგებელი ექნება სისტემასაც, რომ ელექტროენერგიის ღირებულება ყველასთვის შეამციროს.
ავსტრალიაში სახურავზე მზის პანელები დაახლოებით ოთხ მილიონ ოჯახს აქვს.
ოჯახები, მათ შორის ბინების მაცხოვრებლები, პროგრამაზე წვდომას საკუთარი მზის პანელების გარეშეც შეძლებენ.
ჯერ კიდევ 2022 წელს ბოუენმა დაისახა მიზანი, რომ 2030 წლისთვის 82%-ით მოხმარდეს განახლებად ელექტროენერგიას, გარდა კანონით დადგენილი მიზნისა, რომელიც 2005 წლის დონესთან შედარებით ემისიების 43%-ით შემცირებას გულისხმობს.
პროგრამის მონაწილეები უფასო ელექტროენერგიით იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ჭკვიან მრიცხველებს დააყენებენ და ენერგიის მოხმარებას შუა დღისთვის გაზრდიან – ამ დროს დატენიან ელექტრომობილებს და ისარგებლებენ სხვა საოჯახო ტექნიკით.




