4-გოლიანი თრილერი – 10-კაციანმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემს” დაუქამბექა

პრემიერლიგის მე-11 ტურში “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მატჩი “იუნაიტედის” უპირატესობით დაიწყო, 32-ე წუთზე ბრაიან მბეუმომ “წითელი ეშმაკები” დააწინაურა. მეორე ტაიმში რუბენ ამორიმის შეგირდები პრესინგს კვლავ აქტიურად მიმართავდნენ და მეტოქეს მომენტის შექმნის საშუალებას თითქმის არ აძლევდნენ, თუმცა 84-ე წუთზე მატაის ტელმა ანგარიში გაათანაბრა, 90+1 წუთზე კი რიშარლისონმა “დეზები” წინ გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 85-ე წუთზე ბენიამინ შეშკომ ტრავმა მიიღო, რუბენ ამორიმს კი ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და გუნდი 10 კაცით დარჩა. მიუხედავად ამისა, 90+6 წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი დე ლიხტმა კარში გადაგზავნა და “იუნაიტედი” მარცხისგან იხსნა.
“ტოტენჰემი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქულით ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 23 ნოემბერს, სტუმრად, თანაქალაქელი “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” 18 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა, რუბენ ამორიმის გაწვრთნილი გუნდი 25 ნოემბერს “ევერტონს” უმასპინძლებს.
“რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?” – “ლივერპულის” კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
“რეალს” “ტოტენჰემის” მცველის დამატება სურს
“საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს” – რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
“რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?” – “ლივერპულის” კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
“რეალს” “ტოტენჰემის” მცველის დამატება სურს
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: “ატლეტიკომ”, “ჩელსიმ”, “ინტერმა”, “მარსელმა” და “ბაიერნმა” გაიმარჯვეს – “ტოტენჰემმა” “ბოდო გლიმტთან” ფრეს მიაღწია
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში?
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” სტუმრად “იუვენტუსს” ფრედ ეთამაშა
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი – VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
[VIDEO] “რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!” – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა – სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?