გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
თელავში იმ ძალიან მაგარმა გოგომ საკუთარი ძმის, ქვეყნის, წარსულის და მომავლის ხმა რომ ჭავლივით გადაატარა პოლიტიკოსებად წოდებულ გულისამრევად უნიჭო მასხარებს და ზემოდან ყბაღია ბრბოს, ხომ მაგარი იყო, ხომ ყველა თავისუფალ და გულმართალს მოხვდა გულზე, ეამა, სიამაყით აივსო… და ბევრმა, რა მაგარი გოგოა და როგორ მარტო იყო, არავინ როგორ არ გამოესარჩლა, ეს რა ხალხი ყოფილა შეკრებილიო… კი, მანდ ცნობიერების კრიზიში მყოფი, აზრშემოსაზღვრული, უვიცი ბრბო იდგა და არც აქვთ პრეტენზია არაფერზე პური- სანახაობის გარდა…
აი, თქვენი უახლოესი გარემოცვა, ყველაზე ახლო ხალხი მწერლებად, ჟურნალისტებად, ერისკაცებად რომ დებენ თავს, გამოსცემენ წიგნებს, ,,წუხან” დევნილთა ამბებზე, ქვეყანაზე, ახალგაზრდებზე, დიდაქტიკოსობენ და ცრემლს ღვრიან ნაწარმოებებში, პუბლიკაციებში, გადაცემებში, ათას გასაფხორ, ,,სადიდკაცო” ამბებშიც რომ პოზირებენ… გამომცემელი დაუჭირეს ხმა არ ამოუღიათ; დევნილი ხანდაზმული დაიჭირეს ხმა არ ამოუღიათ; ახალგაზრდებს იჭერენ ხმა არ ამოუღიათ… მიდით აბა, მაგ თქვენ ახლობლებს სთხოვეთ პირი გააღონ, ენა ხომ არ გადაეყლაპათ?..
ვერ სთხოვთ, რადგან თელავში რომ ბრბო იდგა, იმათგან მხოლოდ ერთი განგასხვავებთ – მათი მედრევეებისადმი ლოიალობა უვიცობიდან მოდის, თქვენი კი გამორჩენის და ვირეშმაკობის მოტივიდან, რომელსაც გგონიათ, რომ ნიღბავთ… ვერა, ვერ ნიღბავთ, უბრალოდ რასაც ახლა აქ კითხულობთ, სხვები ერთმანეთში ლაპარაკობენ თქვენზე…
აქ რაც წერია მეც მეხება ნაწილობრივ, რადგან ვერც მე ვახერხებ ბოლომდე გავწყვიტო ის ძაფები, რომელსაც 15-20 წელი ვაბამდი ადამიანებთან, რომლებიც არსებობის და კარგი ცხივრების მოტივმა ყუმებად, მედროვეებად, სირცხვილად აქციათ… მე მათგან არასოდეს არაფერი მდომებია, არც არაფერი მითხოვია, არც რამეს ველი, მაგრამ ვერ ვთმობ ბოლომდე… ეს ხალხი დირეა ჩვენს თვალში, გვენანება ვერ ვირეცხავთ თვალიდან და ასე თვალამობინდულები სხვების უსაქციელობას ვუკეთებთ რევიზიას… ალბათ, მაინც სჯობს მათთვის ყველაფრის პირში მიხლა, თუნდაც არასაჯაროდ, ვისაც ვუყვარვართ მიიღებს ჩვენს სამართლიან ბრაზს… ალბათ ზოგი დაგვკარგავს კიდეც… ამ წლებში ორი ისეთი მეგობარი დავკარგე სიმართლის გამო, მესიზმრება ხოლმე, ზოგჯერ დაკარგულ ძმაზე რომ იტირებ, ისე ამეტირება ხოლმე მონატრებისგან, მაგრამ რაღა ადამიანები ვართ, რაღა დარჩა ჩვენი ადამიანობიდან, უსაყვარლეს ადამიანს თუ სათქმელს ვერ ეტყვი, წყენას და ბრაზს დაუმალავ… რაღაში ვარგა, უთქმელიობაზე დაშენებული სიყვარული…
სინათლის გავრცობა თუ გვინდა, უახლოესი ტერიტორიების განათებით უნდა დავიწყოთ, სან ჩვენს ირგვლივ სიბნელეა, ჩვენი შუქი ვერ მისწვდება შორ მანძილებზე სხვებს…




