უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს

წუხელ უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, ვოლგოგრადისა და ვოლოგდის ოლქებში ელექტროქვესადგურებს შეუტიეს, იტყობინება ადგილობრივი ხელისუფლება. ვოლგოგრადის ოლქის რამდენიმე ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ვოლოგდის ოლქში იერიში მიიტანეს 3 გიგავოლტ-ამპერის სიმძლავრის ქვესადგურ „ბელოზერსკაიაზე“. ეს არის ვოლოგდის ოლქის ენერგომომარაგების უდიდესი ცენტრი, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის ვოლოგდას, ჩერეპოვეცს და მიმდებარე სამრეწველო საწარმოებს.
ვოლგოგრადის ოლქში თავს იერიში განხორციელდა ელექტროგადამცემ ქვესადგურ „ბალაშოვსკაიაზე“, რომლის სიმძლავრე 1523 მეგავოლტ-ამპერია. ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ტრანზიტს ვოლგის ჰიდროელექტროსადგურიდან ცენტრალურ რუსეთში და ეს ბოლო თვის განმავლობაში მეორე თავდასხმაა.
ბოლო კვირების განმავლობაში მ გააძლიერა დარტყმები ს ტერიტორიაზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე. ეს მოჰყვა პრეზიდენტ ს დაპირებას, რომ გააფართოვებს დარტყმების დიაპაზონს უკრაინული რაკეტების გამოყენებით. არ არის ცნობილი, გამოიყენეს თუ არა რაკეტები წუხანდელ თავდასხმებში.
სარატოვში, გუბერნატორ რომან ბუსარგინის თქმით, დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ერთი საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე მანქანა. ორმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის შვიდი რეგიონის თავზე 82 უკრაინული დრონი ჩაჭრა. ვოლოგდის ოლქი თავდასხმის მსხვერპლთა შორის არ დაუსახელებიათ.
ფორუმი