მედია: “ოცნების” პარლამენტი ბრიუსელისთვის საპასუხო რეზოლუციისთვის ემზადება?

“ოცნების” პარლამენტი საპასუხო რეზოლუციისთვის ემზადება? – დღეს შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ბრიუსელთან დაკავშირებით დასაბუთებულ შეფასებებს იხილავს საზოგადოება, თუ როდის და რა სახით, ამაზე ივანიშვილის გუნდის პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.

“მოისმენენ ძალიან დასაბუთებულ შეფასებას მათი საქმიანობისა და იმის შეფასებას, რომ ბრიუსელი დღეს ასცდა ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირი გზით მიექანება უკან საბჭოთა კავშირისკენ” – განცხადა პაპუაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე კომენტირებისას.

რაც შეეხება შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი და ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რა გეგმებს და ხან რას. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს არის სხვა ხალხების სუვერენიტეტის პატივისცემა და ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი. ასევე მიუღებელია, როდესაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ს მიერ არჩეული ადამიანი თუ სხვა ქვეყნის არჩეული ადამიანი გველაპარაკება ჩვენ, ქართველებს, ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება იყოს?! ამიტომ, ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ უფრო ბევრს ვისაუბრებთ, რადგან ბრიუსელმა გადაწყვიტა კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორის და მეურვის როლის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ ძალიან დასაბუთებულ შეფასებას მათი საქმიანობისა და იმის შეფასებას, რომ ბრიუსელი დღეს ასცდა ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირი გზით მიექანება უკან საბჭოთა კავშირისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია – დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია.

ევროკომისია მიუთითებს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების კუთხით. ანგარიშში მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობა, სასამართლო სისტემის სანდოობის შერყევა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა, დემონსტრანტების დაპატიმრებები, კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სწორედ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაა.

წყარო