თუ ვფიქრობთ, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარება 2018-2019 წლებში შეგვეძლო, მაშინ დიახ, შეცდომა დავუშვი, რომ ეს არ გავაკეთე – ფაშინიანი

დელიმიტაციის შედეგად, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ არწვაშენი და სომხეთის რესპუბლიკის სხვა ოკუპირებული სუვერენული ტერიტორიები, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, 44-დღიანი ომის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ისეთი რამ, რაც სომხეთის მიერ წარმოდგენილ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ლეგიტიმურობას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ლეგიტიმურობასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.
„მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შესაძლებელი იყო ჩვენი შეხედულებების თანხვედრა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან პირველი ნაბიჯი იქნებოდა აღიარება, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო; სხვა ვარიანტი არ არსებობდა. თუ ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთება 2018-19 წლებში შეგვეძლო, მაშინ დიახ, შეცდომა დავუშვი, რომ ეს არ გავაკეთე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
1tv.ge