რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 500-მდე დრონითა და რაკეტით განახორციელა იერიში

რუსეთმა ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში მდებარე სამიზნეებზე კომბინირებული თავდასხმა განახორციელა დრონებითა და რაკეტებით. თავდასხმები განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ს, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში, ასევე იერიშები განხორციელდა კიევზე.
უკრაინის არმიის ცნობით, იერიშში გამოყენებულ იქნა 458 დრონი და 45 რაკეტა. უკანასკნელ ხანებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თავდასხმაა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 26 რაკეტა და 52 დრონი სამიზნეს მოხვდა.
იტყობინებიან, რომ დარტყმები განხორციელდა რამდენიმე ელექტროსადგურზე. ხარკოვში გაჩერდა მეტრო, დაფიქსირებულია ხარვეზები ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებაში. ელექტროტრანსპორტი ავტობუსებით შეიცვალა და მთელს ქალაქში გაიხსნა გამათბობელი სადგურები.
კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის თქმით, ქალაქზე თავდასხმამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ომამდე ქალაქის მოსახლეობა 200 000-ს აღემატებოდა. ელექტროენერგია გაითიშა მეზობელ ქალაქ გორიშნიე პლავნიში (ადრე კომსომოლსკი).
პოლტავის ოლქში თავდასხმამ დააზიანა რკინიგზის ინფრასტრუქტურა, რის გამოც შეფერხდა დასავლეთ სთან და კიევთან ხარკოვის დამაკავშირებელი რამდენიმე მატარებლის მოძრაობა.
დნეპრში რუსული დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც სამ სართულზე დაინგრა ბინები. ერთი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული ოფიციალური წყაროები დაზიანებული ინფრასტრუქტურის ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებენ. ომის მომხრე რუსი ბლოგერების ცნობით, ს არმია თავს დაესხა ს რეგიონში ტრიპოლსკის თბოელექტროსადგურს, ხარკოვის რეგიონში ზმიევსკის თბოელექტროსადგურს, დნეპრში დნეპრისპირეთის თბოელექტროსადგურს და კრემენჩუკის ჰიდროელექტროსადგურს. დრონების გარდა, სავარაუდოდ, თავდასხმაში გამოყენებული იყო სულ მცირე 10 „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ასევე რაკეტები „კინჟალი“, „კალიბრი“ და „Х-69“.
ფორუმი