ჩინეთის ბანკები რუსეთის კლიენტებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებენ

ჩინეთის ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ს კლიენტებისთვის მომსახურების გაწევას ზღუდავს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც -მა ანტირუსული სანქციების დარღვევებს მეორადი სანქციებით დაემუქრა. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, სულ მცირე ორმა მსხვილმა ჩინურმა ბანკმა რუსეთთან ბიზნესის შემოწმება დაიწყო. პირველ რიგში ტრანსსასაზღვრო ოპერაციები და რუსეთის კლიენტების დაფინანსების შემოწმება ხდება. ამ შემოწმების შედეგების მიხედვით, ბანკები იმ კლიენტთა მომსახურებას შეწყვეტენ, რომლებიც სანქციების სიაში არიან შეყვანილები. ასევე შეწყვეტენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომსახურებას იმისდა მიუხედავად, თუ რომელ ვალუტაში და რა იურისდიქციაში ტარდება საბანკო ოპერაციები. შემოწმება არარუსულ კომპანიებსაც შეეხება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ბიზნესს აწარმოებენ და რუეთს სასქონელს მესამე ქვეყნების გავლით აწვდიან.

ოფიციალურად პეკინი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ამასთანავე, ამ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინეთის ბანკებმა რუსეთის იმ კლიენტებთან საქმიანობა შეამცირეს, რომლებსაც სანქციები შეეხოთ. საზღვარგარეთ შეწყვიტა მუშაობა ჩინური საგადამხდელო სისტემის, Union Pay-ის ბარათებმა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვედრილმა რუსულმა ბანკებმა გამოუშვეს. 2023 წლის ზაფხულიდან Bank of China-ს მეშვეობით რუსული კომპანიები იუანებში აშშ-სა და ევროპაში თანხებს ვეღარ რიცხავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები